საქართველოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში ბავშვებსა და ქალებზე ძალადობა აქტუალური თემაა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ევროპაში 5-დან 1 ქალზე განხორციელებულა ოჯახური ძალადობა მეუღლისგან ან სექსუალური პარტნიორისგან. საქართველოში ეს რიცხვი კი გაცილებით მაღალია. ოჯახური ძალადობა ხანდახან ფარული ხდება. ოჯახებს, რომელთაც ეს პრობლემა აქვთ, არ უნდათ ამის გამხელა და საზოგადოებისთვის გაზიარება, რადგან ეს სირცხვილად მიაჩნიათ. თუმცა მათი საქციელის ახსნა შესაძლებელია. ისინი ექცევიან საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ და მალავენ მომხდარ ძალადობას. "რას იტყვის ხალხი" - ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა შევეხო ჩემთვის მტკივნეულ თემას, როგორიცაა ბავშვზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა. ასეთი ფაქტების ოდენობა უკვე იზრდება, მე კი ვფიქრობ, რომ უნდა მცირდებოდეს, ხალხის ცნობიერება ვითარდებოდეს და მაღლდებოდეს. დღეს
აქციების, სხვადასხვა ღონისძიების, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ძალადობის ცნების განმარტებისა და ასევე მსოფლიოში ძალადობის ფაქტების შესახებ, რამაც ლოგიკურად უნდა გამოიწვიოს ადამიანების ქცევისა და დამოკიდებულების შეცვლა. პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო არიან და ამგვარი პრობლემები აქვთ. რადგან ისინი ძალადობის ცუდ მაგალითს იღებენ მშობლებისგან, რომელთა საქციელიც არ არის მისაბაძი. ვცდილობ, რომ შევცვალო მათი ცნობიერება, რათა შემდგომში თავადაც არ განახორციელონ ამა თუ იმ სახის ძალადობა და ოჯახის წევრებიც დაარწმუნოს, რომ ოჯახური ძალადობა ზიანს აყენებს გარშემო მყოფებს და ყველაზე მეტად კი ოჯახის წევრებს.

